მახათაურის საჯარო სკოლაში დედა ენის სადიდებელი ღონისძიება ჩატარდა
11-05-2018
დაკოპირებულია
-
+
მახათაურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ენა ქართული დედაა ჩვენი“ გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს და დედა ენის შექმნის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მინი სპექტაკლი დადგეს და კედლის გაზეთი დაამზადეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა. იხილეთ ფოტოები