ლეღვას N2 საჯარო სკოლის პირველკალსელებმა ანბანთან გამომშვიდობების საღამო გამართეს
10-05-2018
დაკოპირებულია
-
+
ლეღვას N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში, პედაგოგის ლეილა სტამბოლიშვილის ხელმძღვანელობით ანბანთან გამომშვიდობების საღამო - „მადლობა შენდა, მადლობა შენდა, მადლობა შენდა ძია, იაკობ!“ გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სკოლის დირექცია პირველი კლასის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ულოცავს.
„კლასის ხელმძღვანელს ლეილა სტამბოლიშვილს დიდ მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზებისათვის, ვუსურვებთ მრავალი წარმატებული თაობა აეღზარდოს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.