სიახლეები
საინტერესო

დონალდ ტრამპის მოსახელე ქართველი სკოლის დირექტორის წერილი აშშ-ის პრეზიდენტს - ისტორია სამეგრელოდან
11-05-2018
-
+


მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დონალდი მხოლოდ ორია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დისნეის მულტფილმების მხიარული გმირი სახასიათო ხმით - დონალდ დაკი. 

მსოფლიოში ეს სახელი არავის უკვირს, ტრამპის ტრიუმფით გაპრეზიდენტების შემდეგ, მით უმეტეს. მაგრამ ჩვენთან ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მარტვილის ერთ სოფელში ამერიკის პრეზიდენტის მოსახელე ცხოვრობს. 

დონალდ ძაგანია ბანძის საჯარო სკოლის დირექტორია. 30 წელია, რაც სკოლაში მოღვაწეობს. ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელი და ასევე სერტიფიცირებული დირექტორია. 

„სახელი საკმაოდ უცნაურად დამერქვა. დედაჩემსა და მის მეგობარ გოგონას თურმე დაუთქვიათ, ვინც პირველი გათხოვდება და ვაჟს გააჩენს, მწერალ დონალდ ვისტლეიკის პატივსაცემად დავარქვათ სახელიო და ასე დამერქვა დონალდი“ - გვიყვება დონალდ ძაგანია. 

სახელის გამო მას ხშირად ექმნებოდა დისკომფორტი, ზოგი როლანდს ეძახდა და ზოგი - დომენტის. დირექტორის თქმით, მისთვის ეს ძალიან მგრძნობიარე თემა იყო და ერთი სული ჰქონდა, გამოჩენილიყო მისი სეხნია, რომელიც ამავდროულად ყველას ეცოდინებოდა. 

და ამ დროს გამოჩნდა დონალდ ტრამპი, ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტი, მილიარდერი და საქართველოშიც საკმაოდ ცნობილი პიროვნება. 

„როგორც კი ტრამპის საარჩევნო უბანი გაიხსნა, იმ წუთიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ასეთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი იქნებოდა ჩემი სეხნია. ვნატრობდი, რომ ის გამხდარიყო პრეზიდენტი და ასეც მოხდა“ - იხსენებს დონალდ ძაგანია. 

ინაუგურაციის შემდეგ ბანძის საჯარო სკოლის დირექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაპრეზიდენტება მიულოცა. სწორედ აქ იწყება ჩვენი ამბავიც. 

twitter-ზე გაგზავნილ მილოცვას ტრამპის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და მარტვილელ დირექტორს მილოცვის ტექსტის პრესაში დაბეჭდვის ნებართვა სთხოვა. 

„ტექსტი გავგზავნე და პასუხიც მომივიდა. მთხოვდნენ, ნებართვა მოგვეცი, რომ შენი მილოცვა პერიოდულ პრესაში გამოვაქვეყნოთო. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვიყავი. სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცი, თუ რომელ გაზეთში გამოქვეყნდა ჩემი წერილი“ - ამბობს დონალდ ძაგანია.  

დონალდ ტრამპი უკვე მეორე წელია, რაც აშშ-ის პრეზიდენტია და ზუსტად ორი წელი სრულდება, რაც დონალდ ძაგანიას სახელი სამეგრელოში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, აღარავის უკვირს. 

იხილეთ ფოტო 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
სტუდენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებდა, რის გამოც იგი სცემეს
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება