„ნუ წაგვართმევთ ბავშვობას“-ყარაჯალის საჯარო სკოლაში დისკუსია მოეწყო
10-05-2018
დაკოპირებულია
-
+
ყარაჯალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა დისკუსია მოაწყვეს, სადაც განხილვის თემა ქალთა უფლებების დაცვა, ძალადობა და ნაადრევი ქორწინება გახლდათ.
თემის სახელი იყო - „ნუ წაგვართმევთ ბავშვობას“.
მონაწილეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობისა და ქალთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
კლასის მასწავლებელი თ. ლაზარიაშვილი გახლავთ.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობა გაგრძელდება.
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა