შუახევში გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში რაიონული საგნობრივი კონკურსი ჩატარდა
შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით დაბა შუახევის საჯარო სკოლაში რაიონული საგნობრივი კონკურსის II დასკვნითი ტური ჩატარდა. ტური გეოგრაფიაში X-XI კლასის და სამოქალაქო განათლებაში IX-X კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა.
გეოგრაფიის კონკურსში შუახევის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული 24 სკოლა, ხოლო სამოქალაქო განათლებაში - 27 სკოლა მონაწილეობდა.
შედეგები ცნობილი იქნება 3 დღის ვადაში.
გამოვლინდებიან I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით.
კონკურსი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები