სიახლეები
რჩევები

როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი სიცხისთვის - მარტივი რჩევები
09-05-2018
-
+


ექსპერტები ყოველ წელს გვახსენებენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ნაკლები ტკბილეული ვჭამოთ,  მკაცრი დიეტა დავივიწყოთ, ყოველთვის თან ვიქონიოთ წყალი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. 

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რჩევას თუ როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს.

თავიდან ავიცილოთ გულისრევა

ბევრ ადამიანს ძლიერი სიცხისგან გულისრევა აწუხებს, რომლის დამახიათებელი ნიშნები, პირღებინების გარდა, არის თავში სიმძიმის შეგრძნება, უმადობა და სისუსტე.  ამ არასასიამოვნო სიმპტომების დასაძლევად, ძლიერი სიცხის დროს ეცადეთ ბანანი, შავი მოცხარი, პიტნა ან ისპანახი  მიირთვათ. შეგიძლიათ პიტნიანი ცივი ჩაის სმა ჩვევად აქციოთ, რაც გონზე მოსვლაში დაგეხმარებათ.

სვით ბევრი სითხე

გაუწყლოება ძლიერი სიცხის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგია. თერმონგულაციის მიზნით ჩვენი ორგანიზმი ოფლიანობს და აუცილებელ სითხეს კარგავს. სწორედ ამიტომ, იზრუნეთ წყლის ბალანსზე და სვით ბევრი წყალი.

არ დაიტვირთოთ კუჭი

მძიმე, ცილებით მდიდარი, ცხიმიანი საკვების ათვისება ორგანიზმს უჭირს და ბევრ ენერგიას ხარჯავს. მაღალ ტემპერატურაზე კი სისხლი სქელდება და მეტაბოლური პროცესები ნელდება, ამიტომ უკეთესია  მსუბუქი, უჯრედისით მდიდარი საკვები ავირჩიოთ. ასეთებია - თევზი, ხილი, ბოსტნეული, ბრინჯი და შვრია. სიცხეში იდეალური სადილია - ბოსტნეულის სალათი ნაკლებცხიმიანი ყველით.

არ თქვათ უარი მარილზე

ოფლიანობის დროს ორგანიზმი სითხესთან ერთად ბევრ მარილს და მიკროელემენტს კარგავს. ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ექსპერტი რაციონიდან მარილის მთლიანად ამოღებას გვირჩევს, ის შესაძლოა სასარგებლო იყოს - მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით.

მასალა მომზადებულია edinstvennaya.ua-ს მიხედვით. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს
ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანზორ იაშვილის ლექსი - „ახალი წელი სოფელში“
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება