სიახლეები
საინტერესო

„მოსიარულე ბიბლიოთეკა“ კოლუმბიაში - ესპანელი მასწავლებლის 20 წლიანი თავგადასავალი
09-05-2018
-
+


კოლუმბიის სოფლებში დროდადრო ერთი კაცი გამოჩნდება ხოლმე, რომელსაც ხელში წითელი აბრა უჭირავს წარწერით „ბიბლიოთეკა ვირებზე“. მის გამოჩენას ბავშვები ყოველთვის სიხარულით ხვდებიან და ერთი სული აქვთ, სადმე ჩრდილი მოძებნონ. ჩრდილი და ეს წითელი აბრა პატარა საკლასო ოთახს ქმნის, ბავშვები კი მოსწავლეებს და სწორედ აქ იწყება ერთი დიდი თავგადასავალი წიგნების სამყაროში. 

ეს კაცი ესპანელი მასწავლებელი ლუის სორიანოა, მოსიარულე ბიბლიოთეკას კი მისი ერთგული მეგობრები - ალფა და ბეტა ატარებენ ზურგით. მისი ისტორია ოცი წლის წინ იწყება, როცა იმით შეშფოთებულმა, რომ მის მოსწავლეებს წიგნებთან წვდომა არ ჰქონდათ, რაღაცის მოფიქრება გადაწყვიტა. 

ესპანელ მასწავლებელს სახლში ორი ვირი ჰყავდა, ალფა და ბეტა, რომლითაც ადრე წყალი დაჰქონდა. მან ვირებს ერთგვარი ტრანსფორმაცია ჩაუტარა და წყლის მაგივრად წიგნები აჰკიდა. ასე შეიქმნა მოსიარულე ბიბლიოთეკა, რომელიც უკვე მეოცე წელია ფუნქციონირებს.  

„ბავშვები ბრძენები ხდებიან, როცა ხელში წიგნებს იღებენ. მათი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი ერთიანდება მხოლოდ მაშინ, როცა ისინი წიგნებს ხედავენ“ - ამბობს ლუისი.  
 
მასწავლებელმა საკუთარი სახლიც ბიბლიოთეკად აქცია, სადაც ამჟამად 3,480 წიგნს ინახავს. 
 
„წიგნები ყუთებში მიწყვია. აქ რაც არ დაეტია, მეგობრების სახლებში მაქვს შენახული. სატარებლად მათ სპეციალურ ხის კონტეინერებში ვალაგებ, ალფას და ბეტას დაახლოებით 120-მდე წიგნის ტარება შეუძლიათ. ჩვენ 3, 4 ან ზოგჯერ 11 კილომეტრს გავდივართ ხოლმე და 8 საათი ვართ გზაში“ - ჰყვება ლუისი.    
 
ლუისის ოცნებაა, ყველა ბავშვს ჰქონდეს საშუალება წაიკითხოს წიგნები და ამისთვის თვითონ დგამს პირველ ნაბიჯებს. 

კოლუმბიის სოფლებში ბავშვებმა უკვე იციან, რომ მათ ერთ დღეს აუცილებლად მოაკითხავთ მოსიარულე ბიბლიოთეკა და რამდენიმე საათით წიგნების საოცარ სამყაროში იმოგზაურებენ ლუისსთან, ალფასთან და ბეტასთან ერთად. 


იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


სკოლები
„ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო, გისურვებთ წარმატებას!“-აღნიშნულია განცხადებაში.
დაჯილდოება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა 
კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება
სიახლეები
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში პედაგოგის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა გარე დაკვირვების გავლაა
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში სასწავლებლად 10 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში
საინტერესო
საბავშვო ბაღი „მზესუმზირა“ ფერად და ლაღ გარემოში თქვენი შვილების მრავალმხრივ 
საბავშვო ბაღ ანბანელას „ერუდიტებში“ თქვენი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებით 
ამერიკელმა თვითნასწავლმა მხატვარმა, სემ ტარასმა The History Channel-სთვის ფოტოების კოლექცია შექმნა 
მეხიკოში ტომას დამბოსმა ასობით მოხალისესთან ერთად 500 კვ. მეტრზე პლასტმასის 
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
ეტალონი

2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყვარლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
საზოგადოება