სიახლეები
რჩევები

როგორ გადავალახინოთ ბავშვს ექიმის შიში - რჩევები მშობლებს
08-05-2018
-
+


ექიმთან ვიზიტის შიში არათუ ბავშვებს, არამედ ბევრ უფროსსაც არ აქვს გადალახული.

ფსიქოლოგთა თქმით, ეს დამოკიდებულება ადამიანს ადრეული ასაკიდან უყალიბდება და მშობელთა სწორი მიდგომებით მისი დაძლევა ბავშვობაშივე შესაძლებელია.  
 
Etaloni.ge გთავაზობთ ფსიქოლოგთა რჩევებს, რომლებიც თქვენს შვილებს ექიმისადმი შიშის გადალახვაში დაეხმარებათ: 

1. არ ღირს ბავშვის მოტყუება
- ხშირად შიშის მიზეზი გაურკვეველი სიტუაცია ხდება. სჯობს, შეამზადოთ პატარა, რომ მიგყავთ ექიმთან და შეიძლება ეს პროცედურა არც ისე სასიამოვნო იყოს, უთხრათ, რომ საშიში არაფერი და ვიზიტი დიდხანსაც არ გასტანს, ვიდრე გაუფრთხილებლად დააყენოთ ფაქტის წინაშე.   

2. შეინარჩუნეთ თავდაჯერებულობა და სიმშვიდე - ბუნებრივია, მშობელი ბავშვის ავადმყოფობას განიცდის და აფორიაქებულია, მაგრამ დაძაბულობას ნუ წარმოაჩენთ შვილის თანდასწრებით. პირიქით, შემოუძახეთ თავს და ბავშვიც გაამხნევეთ.    
 
3. ნუ გამოიყენებთ ძალას შვილის ექიმთან წასაყვანად. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესს აყენებთ პატარას, როდესაც ხელ-ფეხის გაკავებით ცდილობთ ნემსის გაკეთებასა და წამლის მიცემას.  
 
4. თუ ბავშვს უშუალოდ ექიმთან ყოფნისას გაუჩნდა შიშის გრძნობა, ეცადეთ, ის დადებით პერსონაჟად წარმოაჩინოთ. მოუყევით ექიმ აიბალიტზე, რომელიც ცხოველებს კურნავდა სხვადასხვა დაავადებისგან, დააინტერესეთ ექიმის ნივთებით და მიეცით უსაფრთხო საგნები სათამაშოდ და ა.შ.  
 
5. ბავშვმა შესაძლოა, ვერ გაიგოს რატომ დადის ექიმთან და კითხვები დასვას. ნუ იქნებით კატეგორიულები და ნუ ეტყვით, რომ ასეა საჭირო, უბრალოდ აუხსენით, რომ ყველა ასე იქცევა ჯანმრთელობისთვის. 

6. ნუ ეტყვით, რომ წამალი კანფეტია.
ეს მიდგომა სიცრუის ერთერთი გამოვლინებაა. გულწრფელად აუხსენით, რომ მისი მიღება ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი.  
 
7. ნუ მოსთხოვთ ბავშვს სიმამაცესა და გმირობას. წინასწარ შეამზადეთ სამედიცინო გარემოსთვის და ნუ გაუბრაზდებით თუ მაინც გადმოყრის ცრემლებს.  
 
8. არ აგრძნობინოთ შვილს, რომ ის რამით ნაკლებია სხვაზე. ნუ შეადარებთ უსუსურ არსებებს და ნუ დათრგუნავთ მის თავდაჯერებულობას.  
 
9. გარკვეულ სიტუაციებში ბავშვის ავადმყოფობას მისივე სიცელქე იწვევს. ამ შემთხვევაში, ნუ გაუჩენთ პატარას დანაშაულის გრძნობას, უბრალოდ აუხსენით, რომ ასე აღარ მოიქცეს.  
 
10. ბავშვს ყოველთვის სჯერა მშობლის და ენდობა მას. ესაუბრეთ როგორც თანატოლს, მასთან ერთად გაიზიარეთ შიშიც და მისი გადალახვის სიხარულიც. მკურნალობის დასრულების შემდეგ, შეაქეთ მოთმინებისა და დაჯერებისთვის.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება