სიახლეები
საინტერესო

დღეს, მსოფლიო, ბავშვების საყვარელი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს აღნიშნავს
14-11-2016
-
+


ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი — შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. 

მას ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ და „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“. 

საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, როგორც თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი აღნიშნავს, იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში იმ დროს, როცა გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან უფრო მჭიდრო, ვიდრე დღეს. 

ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მასსა და მის და–ძმაზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. მოგვიანებით ასტრიდმა მშობლებს მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება