აწყურის საჯარო სკოლაში მორიგი წიგნფართი საბუნებისმეტყველო კათედრის წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია წარმოადგინეს და კიდევ
ერთხელ დაადასტურეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქიმიის, ფიზიკისა და
ბიოლოგიის ცოდნა და გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.
ღონისძიების
დასასრულს, აწყურის საჯარო სკოლის დირექციამ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ
ბიოლოგიის სასკოლათაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს: ლალი
კალანდაძეს, ქეთი ლაბაძეს, რეზო გელაშვილს, გიორგი მარტინენკოს და ასევე
ბიოლოგიის მასწავლებელს, შორენა დიასამიძეს სერტიფიკატები და მადლობის
სიგელები გადასცა.
აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის საბუნებისმეტყველო
კათედრის პედაგოგებს: ლიანა ბოჩიკაშვილს, ნათელა სამსონიძესა და შორენა
დიასამიძეს, ასევე თითოეულ მოსწავლეს, საინტერესო ღონისძიების
ორგანიზებისათვის.