ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს
03-05-2018
დაკოპირებულია
-
+
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეებმა ბათუმის მწერალთა სახლში პოეზიის საღამო - „პაემანი პოეზიასთან“ გამართეს. „პროგრესელებმა“ აჭარის მკვიდრი პოეტების შემოქმედება წარმოაჩინეს. მოსწავლეებს მასწავლებელი ლელა მიქელაძე ხელმძღვანელობდა.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ მადლობას უხდის ლელა მიქელაძეს, რომ ასეთ ქართველებს და ერის შვილებს უზრდის საქართველოს.