სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზაფხულო აქტივობები დაგეგმეს
სიქთარვის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს პედაგოგი სოფიკო ვაშაკიძე და სკოლის უცხოელი მოხალისე კალისია ვინკი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა აქტივობების სია ჩამოწერეს, რომლის განხორციელებასაც საზაფხულოდ გეგმავენ.
მათ თავიანთი სურვილები ფერად საზაფხულო ვედროში ჩაალაგეს, რომელიც თვითონ დაამზადეს.
გაკვეთილმა ხალისიანად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები