განძის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თემატური ზეიმი მოაწყვეს
განძის N1 საჯარო სკოლაში პირველი და მესამე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ქართულ ენასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.მოსწავლეებმა თემატური ლექსები, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ღონისძიებას მშობლებიც ესწრებოდნენ, რომელთა თქმითაც, ზეიმმა საინტერესოდ ჩაიარა.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები სწავლის პროცესის გაუმჯობესებას ემახურება.
იხილეთ ფოტოები