სიახლეები
სკოლები

ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში ახალი სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
03-05-2018
-
+


ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში ახალი სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პროექტი სკოლის მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელმა როუზ პაიფერმა და ინგლისურის პედაგოგმა ვერიკო ურუშაძემ განახორციელა, ხოლო  სკოლის აღზრდილებმა - სოსო ბოლქვაძემ და ჯუბა კვაჭაძემ, დიდი მხარდაჭერა გამოხატეს.
 
ქალაქის მერმა  ალექსანდრე სარიშვილმა სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
 
ღონისძიებაზე მოწვეულთა შორის იმყოფებოდნენ: ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის და სპორტული სკოლის წარმომადგენლები (მათ საზეიმო ვითარებაში როუზ პაიფერთან ერთად გაჭრეს ლენტი) და ჟურნალისტები. 

გაიმართა ამხანაგური თამაში ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მეგობარი ჩიბათისა და შუხუთის სკოლის და მეორე სკოლის მოსწავლეები. გამარჯვებულ მეორე და ჩიბათის სკოლის გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. 

მეორე სკოლა დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც კი თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში.

აქვე აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ლანჩხუთში ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ლანჩხუთის ეტალონ მოსწავლეს“, სალომე ჩიკაშუას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, სალომეს სკოლას - ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით სპეციალური ალმანახი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება