ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა ზღაპრები წაუკითხა
02-05-2018
დაკოპირებულია
-
+
ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ელენე ბურნაძე ქვემო ხოდაშნის საჯარო ბიბლიოთეკაში სტუმრად იმყოფებოდნენ, სადაც პროექტი „წიგნი ცოდნის წყაროა“ წარადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში კლასის ხელმძღვანელმა პატარებს ზღაპრები და ლექსები წაუკითხა, რომლის მიზანი სწორი მეტყველების კულტურის ჩამოყალიბება და მშობლიური ენისა და წიგნისადმი სიყვარულის ჩანერგვა იყო.
სკოლის დირექციის ცნობით, დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება