სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ პირველკლასელებს იურისტმა კითხვებზე უპასუხა
თბილისის სკოლა-ლიცეუმში „ცოდნა“ პირველი კლასის მოსწავლეებს საინტერესო თემაზე ესაუბრნენ. კლასში მშობელმა ხათუნა გირგვლიანმა, რომელიც პროფესიით იურისტია, გამართა ლექცია თემაზე: „არასრულწლოვანი და დანაშაული“.
მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იურისტს კითხვები დაუსვეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები