სამების საჯარო სკოლის ნორჩმა ეკოლოგებმა ნერგები დარგეს
წალკის, სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაამწვანეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ეზოში ნერგები დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ.
„ნორჩმა ეკოლოგებმა სკოლის გამწვანებასა და გალამაზებაზე იზრუნეს. მათი დევიზია: ,,რაც შეიძლება მეტი სიმწვანე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები