ქობულეთის N6 საჯარო სკოლამ კალათბურთის შეჯიბრში გაიმარჯვა
ქობულეთის N6 საჯარო სკოლასა და „ფარნავაზის” სკოლას შორის კალათბურთში მეგობრული შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვება ქობულეთის N6 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
დირექციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ფარნავაზის“ სკოლა დამარცხდა, ამ ორ სკოლას შორის მეგობრული ურთიერთობა ყოველთვის იქნება.