ჩოლურის საჯარო სკოლაში იუმორისტული სკეტჩები წარადგინეს
ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.კერძოდ, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას თემატური ლექსები, სიმღერები და იუმორისტული სკეტჩებიც კი წარუდგინეს.
სკოლის დირექციის შეფასებით, აღნიშნული აქტივობა ყველას მოეწონა.
პარალელურად, ჩოლურის საჯარო სკოლამ სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობაც მიიღო, სადაც მოსწავლეებმა ფრენბურთში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
ამავდროულად, მათივე ინიციატივით ფრენბურთსა და ფეხბურთში მინი ტურნინი დაიგეგმა, რომელიც ასევე წარმატებით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები