კორტოხის საჯარო სკოლამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა
კორტოხის საჯარო სკოლაში კორტოხის საბავშვო ბაღიდან პატარებს უმასპინძლეს. ბაღის აღსაზრდელებმა სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეების ფუნქციები მოირგეს.
„პატარა სტუმრებს სკოლა ძალიან მოეწონათ და ხშირად აპირებენ, რომ გვესტუმრნონ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
დღის ბოლოს სკოლის სტადიონზე მოსწავლეებმა და ბაღის აღსაზრდელებმა ფეხბურთი ითამაშეს.
იხილეთ ფოტოები