ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს
ახალციხის №5 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ლიტერატურიდან ამონარიდები წაიკითხეს და საყვარელი წიგნების შესახებ იმსჯელეს.
პარალელურად, სააქტო დარბაზში სკოლის ნორჩ პოეტებთან შეხვედრა გაიმართა.
ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ემოციებითა და განცდებით გაჟღენთილი ლექსები წაუკითხეს.
სკოლის დირექციის წარმომადგენლები მოსწავლეებით ამაყობენ და მათ პოეზიის უკიდეგანო სამყაროში დიდ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები