სიახლეები
ინტერვიუ

„კარცერ-ლუქსი“ და თავგადასავლების გიდი - ინტერვიუ ტყიბულის N6 სკოლის ბიბლიოთეკარ მანანა კაპანაძესთან
30-04-2018
-
+


ახსოვს როგორი იყო სკოლის ბიბლიოთეკარი, როგორ შრიალებდნენ წიგნის ფურცლები და როგორ მოსწონდა მათი სუნი, სიჩუმე და ამ სიჩუმეში მრავალი თავგადასავალი...

პუშკინის ინსტიტუტში ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, კულტურის სამინისტროს განაწილებით კი, ჯერ ქუთაისის, შემდეგ ზესტაფონისა და ბოლოს ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა გაიხადა თავის ნაწილად. მანანა კაპანაძე დღეს უკვე წიგნებთან მუშაობის 45 წელს ითვლის.

- თითქმის ნახევარი საუკუნეა, უყურებთ როგორ მიდიან და მოდიან მკითხველები ბიბლიოთეკაში, რა შეიცვალა წლების განმავლობაში ამ გარემოში?

- უფრო მეტს კითხულობდნენ ძველად, წიგნები ჟრიამულობდნენ ხალხით, შემდეგ, 90-იანებში წიგნისთვის არავის ეცალა, კანტიკუნტად მოდიოდა მკითხველი. როდესაც ამ მძიმე წლებმა გადაიარა, ბავშვებმა ისევ დაიწყეს ბიბლიოთეკით დაინტერესება. განსაკუთრებით პატარებს უყვართ აქ მოსვლა, რაც ძალიან მახარებს, რადგან კარგი მკითხველები ბავშვობიდან იზრდებიან, შემდეგ რთულია ახალგაზრდის წიგნებით დაინტერესება, თანაც გავლილ წლებს საბავშვო ლიტერატურით სიამოვნებაც მიაქვს თან.

- როგორც ვიცი, დიდი თავგადასავალი ტრიალებს თქვენს ბიბლიოთეკაში, მოგვიყევით „კარცერ - ლუქსის“ შესახებ.

- გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ გახდა ინსპირაციის წყარო, რომლის ფრთაშესხმაში შეუფასებელი წვლილი მიუძღვის ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ყოფილ მოსწავლეს, ახლა უკვე პროფესორსა და მეცენატ არსენ გვენეტაძეს, რომელიც თავის სკოლას მუდამ მხარში უდგას. 

მისი ინიციატივით მოვაწყვეთ კონფერენციები, მივიღეთ პროექტებში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. ბატონი არსენისა და მთელი სკოლის მონდომებით შედარებით შევავსეთ და გავამდიდრეთ ჩვენი ბიბლიოთეკა. 

„კარცერ - ლუქსის“ მთავარი წევრები ის მოსწავლეები არიან, რომლებიც სწავლაში ზარმაცობენ, წლის ბოლოს კი წაკითხული ლიტერატურის რეცენზიას, საკუთარ შეხედულებებს აცნობენ თანატოლებს. ვაწყობთ თეატრალურ დადგმებსა და კინოჩვენებებს. ბატონი არსენი პროფესორ, რეჟისორ და ხელოვან მეგობრებთან ერთად სტუმრობს ხოლმე პრეზენტაციას და „კარცერ-ლუქსის“ მკითხველებს ფულადი პრიზებით აჯილდოვებს.

 - როდესაც 9 წლის წინ ამ პროექტს იწყებდით, როგორ შეხვდნენ „კარცერ-ლუქსის“ იდეას მოსწავლეები და მშობლები?

თავდაპირველად იუცხოვეს. ბავშვები ამბობდნენ, მანანა მასწავლებელო, ციხეში უნდა გამოგვამწყვდიოთო? (იცინის) მე კიდევ ვუხსნიდი, რომ კარცერი, ნამდვილად ციხე იყო, ლუქსი კი - კომფორტისა და თავგადასავლების სივრცე, რომელიც მათ მომავალს სჭირდებოდა და დამიჯერეს.

დღეს მოსწავლეები „კარცერ-ლუქსის“ მკითხველთა რიგებში დგანან და ერთი სული აქვთ როდის გახდებიან მისი წევრი. 

- უკვე მრავალი წინგის ონლაინვერსია არსებობს... თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, როგორი იქნება ბიბლიოთეკის მომავალი. ტრადიციული კითხვა - წიგნი თუ კომპიუტერი?

 - წიგნები და მათთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის მიყვარდა, სწორედ ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ. თანამედროვეობისათვის ფეხის აწყობა აუცილებელია, სწორედ ამიტომ ვისწავლე დამოუკიდებლად კომპიუტერი და მისი სიკეთეების გამოყენება.

ინტერნეტსივრცე ინფორმაციის მოპოვების ფართე და სწრაფი არეალია, მაგრამ არც ისე უკიდეგანო, რომ წიგნი ჩაანაცვლოს. მოსწავლეები ხშირად მეუბნებიან, რომ ესა თუ ის მასალა კომპიუტერით ვერ მოიძიეს და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ზუსტად ვუთხრა, რომელ წიგნში რა ისტორიის მოძიება შეუძლიათ. 

დღევანდელობა წამოუდგენელია კომპიუტერის გარეშე, მაგრამ წიგნი და წიგნიერი ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ისიც ხო ვერ შეიქმნებოდა?! ცოდნამ მოგვიყვანა თანამედროვეობამდე და ვფიქრობ, რომ წიგნი და კომპიუტერი ერთმანეთს არ გამორიცხავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, ბოლოს გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, რომლებიც საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
სკოლაში მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ
სკოლაში, ისტორიის პედაგოგმა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა
მშობლები მოსწავლეებს თოჯინების და აქსესუარების შექმნაში დაეხმარნენ და მისცეს რჩევები მომავალი საქმიანობისთვის
პედაგოგმა მოაწყო კლასის საათი თემაზე- „დედაენის დღე“, სადაც 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება