სიახლეები
სკოლები

წალკის N1 საჯარო სკოლამ მინი ფორუმს უმასპინძლა
30-04-2018
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლამ სამოქალაქო განათლების პროგრამის -,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სიქას ორგანიზებით გამართულ 2-საათიან მინი ფორუმს უმასპინძლა. 

ფორუმში მონაწილეობდნენ პროგრამის პატრნიორი წალკის მუნიციპალიტეტის სკოლები -  წალკის N2, განთიადის, დარაქოვის და სამების სკოლები. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და სამოქალაქო განათლების კლუბების წევრი მოსწავლეები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ფორუმის მიზანია, წალკის N1 საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბ ,,აისი“-ს მაგალითზე დამსწრე საზოგადოებისთვის სასკოლო სამოქალაქო კლუბის დანიშნულებისა და საქმიანობის გაცნობა. 

ფორუმის მონაწილეებს ჩაუტარდათ ვორკშოპი - ,,როგორ ხდება ინიციატივების შემუშვება, აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, ადვოკატირება“

თითოეული სკოლის ჯგუფმა შეადგინა მაის-ივნისის თვის კლუბის სამუშაო გეგმა, განიხილა გაეროს კალენდარი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლების წარმომადგენლებმა კარგად გააცნობიერეს, თუ როგორ მუშაობს კლუბი ინიციატივებსა და დაგეგმვაზე, აქედან გამომდინარე მონაწილე მოსწავლეები მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკას თანატოლებს ადგილზე გაუზიარებენ.

კლუბები შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე. ეს იქნება სპორტული შეჯიბრები და სხვადასხვა სახის აქტივობები, რაც სკოლის წარმომადგენლის თქმით, ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებასა და ურთიერთთანამშრომლობას.

ფორუმის მონაწილეებს შეხვდნენ მასპინძელი სკოლის კლუბ ,,აისი“-ს წევრები, ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. კლუბის წევრება სტუმრებს წარმატებები უსურვეს და აღუთქვეს მზაობა საჭიროებისამებრ გაუზიარონ გამოცდილება და გაუწიონ სათანადო დახმარება საკლუბო საქმიანობასთან დაკავშირებით.

ფორუმს გაუძღვა, პროგრამა ,,მომავლის თაობა“ კოორდინატორი წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და კლუბ ,,აისი“-ს მეურვე ციალა ხვინთელანი.

ფორუმის ტექნიკური მხარე უზრუნველყო მასწავლებელმა ხათუნა გვიჩიანმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება