ვანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ჭადრაკის ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
ვანის მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე მარიამ ბელთაძე იმერეთის ჭადრაკის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობდა. მარიამმა მეორე თარგოსან გოგონათა შორის მეორე ადგილი დაიკავა.
წარმატებული მოჭადრაკე თასით და დიპლომით დააჯილდოვეს.
ვანის მეორე საჯარო სკოლა ულოცავს მარიამს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტო