„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“ - ლიტერატურული დილა ლესის საჯარო სკოლაში
26-04-2018
დაკოპირებულია
-
+
ლესის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელებმა დედაენის და წიგნის დღეს ლიტერატურული დილა მიუძღვნეს, სახელწოდებით - „თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი“.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ლექსები და ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წაიკითხეს, იმღერეს და თავიანთი აზრი ქართული ენის მნიშვნელობასა და წიგნის სიყვარულზე გამოთქვეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აღნიშნულმა აქტვობამ ეფექტურად ჩაიარა.