სიახლეები
სკოლები

ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებაში თავისუფალი გაკვეთილი ჩაუტარდათ
26-04-2018
-
+


ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებელმა დარეჯან ბასილაძემ საგანში - ჩვენი გარემო ბუნებაში თავისუფალი გაკვეთილი ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სოფლის პეიზაჟები დაათვალიერეს და ბუნების სილამაზე შეიგრძნეს. ბუნებაში გატარებულმა დრომ მოზარდების შემოქმედებით მხარეზე დადებითი გავლენა მოახდინა. მათ შთაბეჭდილებები ფურცლებზე გადაიტანეს. გთავაზობთ სკოლის აღსაზრდელების ნამუშევრებს.

გაზაფხული მოვიდა 
ოცნებები ასრულდა
ყველა ბედნიერია 
მწუხარება დასრულდა 

მარი ხინკილაძე   

...შემობრძანდა აპრილი 
წითელ-ყვითელ კაბაში
ყვავილებო გცალიათ? 
თქვენთან გვინდა თამაში.

ლიზი ნაკაშიძე

... გაზაფხული მოვიდა 
ახმაურდა ღელე
"მახოელა"მდინარევ 
თავზე შემოგევლე

ჰენრი ქოქოლაძე 
...ლოდზე ხავსი ამოსულა
იხედება აქეთ-იქით 
მას მდინარე გვერს ჩაუვლის
სიმღერით და ჩქაფაჩქუფით 

გიგა კომახიძე 

...მოდის ჩვენი მდინარე
ჩუხჩუხით და ნელა 
გელოდები ზაფხულო 
როდის მოხვალ ნეტა?

მარი ნაკაშიძე 

...მიყვარს გაზაფხული, იმიტომ რომ ყველაფერი ლამაზია, ჩემო მდინარე თვალიჩინივით გაგიფრთხილდები.

 ანეტა გაბიტაძე
 
 ...რა ჩქარა მოედინება "მახოელა" , მოვალ მოგეფერები და შენ ცივ წყალს დავლევ

 იმედა ბერიძე      
  
„დღე შედეგინად დასრულდა, მოსწავლეებმა ბუნება აღიქვეს როგორც სიცოცხლის წყარო და მიხვდნენ, რომ ბუნების დაცვა და მოვლა აუცილებელია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება