კალის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის პოეზიის საღამო ჩატარდა
26-04-2018
დაკოპირებულია
-
+
კალის საჯარო სკოლაში პოეზიის გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა. ღონისძიებაში კალის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნაილი ხვედელიძე იყო.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა კალანდაძის ლექსები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა თემატიკაზე.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერების შესრულებამ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას კიდევ გეგმავენ, რომელიც ქართველ პოეტთა შემოქმედებას მიეძღვნება.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა