სიახლეები
ეტალონი

„მოუთმენლად ველით „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას“ - ხელვაჩაურში ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევი ტური ჩატარდა
26-04-2018
-
+


ხელვაჩაურის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მადონა დავითაძე:

„მოხარული ვართ ჩვენი ახალგაზრდობის ცოდნისა და წინსვლით დაინტერესებისთვის, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი „ეტალონს“ მიუძღვის. ტესტირების პირველ ეტაპზე მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და მათი შედეგებით კმაყოფილები ვართ. მოუთმენლად ველით მეორე ტურსა და „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას.“

ხელვაჩაურის სასწავლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე:

„ეროვნული-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეების მაღალი აქტივობა და კარგი შედეგები დაფიქსირდა. ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა, მოსწავლეები სწავლისა და წინსვლისკენ არიან მოტივირებულნი. წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს დასკვნით ტურში და მადლობას ვუხდი „ეტალონს“ გაწეული შრომისთვის.“

აგარის საჯარო სკოლის დირექტორი გულნარი ბაკურიძე:

„ჩვენი სკოლა მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტეგრაციის, ცოდნისადმი დაინტერესებისა და თავის წარმოჩენის, წარმატებისკენ სწრაფვის კუთხით. ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით გადალახეს პირველი ეტაპი და მოუთმენლად ელიან დასკვნით ტურს. მადლობა „ეტალონს“, რომ ასე გრძნობს სკოლების, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პულსისცემას და მუდმივად ზრუნავს ჩვენზე.“

„ეტალონის“ პედაგოგი ლელა ბერიძე:

„მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ „ეტალონის“ პირველ ტურში. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა კითხვები ზოგადი განათლებიდან და ლოგიკური აზროვნებიდან. ჩემპიონატში მონაწილეობა დიდი გამოცდილება და სტიმული იყო ჩვენი ბავშვებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტსა და მონაწილეებს.“

ახალშენის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ გორაძე:

„ეტალონი“ მომავალი თაობის წინსვლისა და წარმატებისთვისაა შექმნილი. მოსწავლეები და პედაგოგები პროექტის დიდი გულშემატკივრები ვართ. ამას მოწმობს პირველ ტურში ბავშვების მაღალი ჩართულობა და შედეგები. მოუთმენლად ველით „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას.“

ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე:

„ჩვენი სკოლა „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია. მოხარული ვარ პროექტში ბავშვების აქტიური ჩართულობითა და ცოდნისადმი დაინტერესებით. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან დასკვნით ეტაპს. დარწმუნებული ვარ, ღირსეული გაიმარჯვებს.“

„ეტალონის“ პედაგოგი სულხან ხარაბაძე:

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენს ბავშვებს საკუთარი თავის წარმოჩენის, განათლებისა და წინსვლის სტიმულს აძლევს. პირველი ტური მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და შედეგებით გამოირჩეოდა. ველით დასკვნით ეტაპს.“

ზედა წინსვლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლელა ვერძაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონით“ ძალიან დაინტერესდნენ. ინდივიდუალური ტესტირების საფუძველზე გამორჩეული მოსწავლეები გამოვლინდნენ, რომლებიც დასკვნით ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. ბავშვების განათლებასა და მათში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროექტი მრავალი წელია გვახარებს. ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სამომავლოდ.“

მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე:

„საგანმანათლებლო პროექტებში „ეტალონი“ განსაკუთრებით მიყვარს. იმდენად დიდია ჩემპიონატის მიმართ მოსწავლეთა ინტერესი, რომ შიდასასკოლო „ეტალონსაც“ ვატარებთ ხოლმე. პირველმა ტურმა მაღალი ჩართულობით, მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. მოუთმენლად ველით დასკვნით ეტაპს.“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
 ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა
„ძალიან საინტერესო გამოვიდა. საინფორმაციოც იყო და შემეცნებითიც, სასწავლო და ამასთანავე პრაქტიკული დატვირთვის“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება