„ეტალონის“ ბათუმის მონაწილეთა სია ცნობილია
ბათუმის N25 საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდება.
ინტელექტუალური კონკურსი 4 მაისს 15:00-ზე დაიწყება.
მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ღონისძიებაზე 14:30-ზე უნდა გამოცხადდნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები სკოლებში ჩატარებული სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
გთავაზობთ „ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეთა სიას - „ეტალონის“ ბათუმის მონაწილეთა სია.