სიახლეები
სიახლეები

მოსწავლეებისთვის ექსკურსია/ლაშქრობების ახალი პროექტი ამოქმედდება
26-04-2018
-
+


მოსწავლეებისთვის ექსკურსია/ლაშქრობების მოწყობის მიზნით, ახალი პროექტი შემუშავდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან გამართეს პირველი საინფორმაციო შეხვედრა, რასაც მათი და მოსწავლეების ჩართულობით ექსკურსია/ლაშქრობა მოჰყვა კუს ტბაზე.

როგორც Etaloni.ge-სთან საუბრისას პროექტის ორგანიზატორებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ კანდელაკმა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტმა გია ბეგიაშვილმა აღნიშნეს, პროექტი საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში თბილისის 40-მდე საჯარო სკოლაა ჩართული. სამომავლოდ იგეგმება პროექტში რეგიონების ჩართვაც. მათივე თქმით, მეორე ლაშქრობა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით მაისის თვეში შედგება:

„ამ ეტაპზე 40-მდე სკოლა ავიღეთ საპოლოტედ. მომავალში მთელი საქართველოს სკოლები ჩაერთვებიან. რეგიონებთან გვქონდა კომუნიკაცია, ჩართვის სურვილი აქვთ. ლაშქრობა/ექსკურსიები გაიმართება ისეთ ადგილებში, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხოა. სპეციალური კატალოგი შემუშავდება, თუ სად უნდა დაიგეგმოს გასვლები. ტურიზმის სააგენტოს აქვს რუკები, სადაც ოფიციალური მარშრუტებია მოცემული. გზამკვლევსაც ვამზადებთ, რომლებიც სკოლებს დაურიგდებათ. სკოლებს ლაშქრობების ჩატარების კუთხით მიმართულებას მივცემთ, რომ შემდეგ დამოუკიდებლად მოაწყონ მსგავსი აქტივობები,“ - აღნიშნა ნუგზარ კანდელაკმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსია/ლაშქრობები იგეგმება. მომავალში, დაფინანსების შემთხვევაში, (ამ ეტაპზე პროექტი დაფინანსების გარეშე ხორციელდება) ორდღიანი გასვლებიც შესაძლებელია დაიგეგმოს.

როგორც გია ბეგიაშვილმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს ჯასაღი ცხოვრების წესის პოპილარიზაციას და მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შემეცნებითი ინფორმაცია მიიღონ ეკოლოგიის, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ:

„ექსკურსია/ლაშქრობაზე თანდართული იქნება ცოცხალი, საინტერესო მაგალითები ბუნებისა და კულტურის ძეგლების მოვლა-გაფრთხილების შესახებ, საისტორიო შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება, ეკოლოგიური, სპორტული, გასართობი თამაშები და სხვა არაერთი აქტივობა, რომელიც დიდ სიხარულს, ჯანმრთელობასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოუტანს თითოეულ მოლაშქრეს, რაც ასე აუცილებელია თანამედროვე, წარმატებული და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად,“ - აღნიშნა გია ბეგიაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება