სიახლეები
ეტალონი

წარმატებული პირველი ტურის შემდეგ, ლანჩხუთის სკოლები „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელიან
24-04-2018
-
+


ლანჩხუთის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ქეთი ებრალიძე:

„ლანჩხუთის სკოლებში „ეტალონის“ პირველმა ტურმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. აღსანიშნავია,  მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და შედეგები . ჩვენი მუნიციპალიტეტი „ეტალონთან“ აქტიურად თანამშრომლობს, რადგან,  ვფიქრობთ, რომ პროექტი მომავალი თაობის მოქალაქეობრივი თვითშეგნებით აღზრდას, მათში განათლებისა და წინსვლის წახალისებას უწყობს ხელს.“

ლანჩხუთის სასწავლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე:

„ლანჩხუთის რესურსცენტრი წლებია, „ეტალონთან“თანამშრომლობს და პროექტთან  ყოველი ურთიერთობა ძალიან ემოციური და წარმატებულია ჩვენთვის. ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები და სკოლები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, რაც მისასალმებელია. ტესტირების პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ახლა კი, ჩვენი მოსწავლეები დასკვნითი ეტაპისთვის ემზადებიან. წარმატებები მონაწილეებსა და პროექტს.“

სუფსის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე სტურუა:

„ჩვენი სკოლა „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია. მახარებს ბავშვების ჩართულობა ამ ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტში. ტესტირებამ  წარმატებით  ჩაიარა, მოუთმენლად ველით მეორე ტურს.“

„ეტალონის პედაგოგი“ მანანა მჟავია:

„მოსწავლეები მოუთმენლად ელიან „ეტალონში“ მონაწილეობას. მათ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდა სურთ და წარმატებისკენ ისწრაფვიან. სტიმულს  მოსწავლეებს სწორედ  ეს პროექტი აძლევს. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეიძლება, მასწავლებლებმაც არ დავუჭიროთ „ეტალონს“ მხარი. ყველაფერი კარგი შემიძლია, ვთქვა ამ პროექტზე და მადლობა გადავუხადო არსებობისთვის.“

მამათის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ებრალიძე:

„ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, რომელში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მადლობა ჩემპიონატს, რომ ბავშვებს სწავლისა და თავის წარმოჩენის სტიმულს აძლევს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს მეორე ტურში.“

„ეტალონის პედაგოგი“ბელა ძაგნიძე:

„ეტალონის“ პირველ ტურზე მოსწავლეთა მაღალი  ჩართულობა დაფიქსირდა. ტესტირებამ მშვიდ და თანაბარ ვითარებაში ჩაიარა. ბავშვებს უყვართ „ეტალონი“ და მასწავლებლებიც ვგულშემატკივრობთ ამ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტს.“

ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი დიასამიძე:

„ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატებით მოასპარეზე მოსწავლეები  დასკვნითი შეჯიბრისთვის მოუთმენლად ემზადებიან. წარმატებები მინდა ვუსუსრვო ჩვენს ბავშვებსა და პროექტს, ამ ეროვნულ-საგანმანათლებლო სამქეში.“

„ეტალონის პედაგოგი“ დავით ბოლქვაძე:

„ეტალონი“ახალ ინოვაციურ პორტალ, izrune.ge-სთან ერთად მომავლის საქმეს ემსახურება. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა მოსწავლეები ორივე პროექტში აქტიურად მონაწილეობენ. ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ბავშვებს უხარიათ ჩემპიონატში მონაწილეობა და მოუთმენლად ელიან დასკვნით ტურს.“

ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მშვიდობაძე:

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს უკეთ სწავლის, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარის შეფასებისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ბავშვები ხალისითა და დიდი მონდომებით ებმებიან ინტელექტ-ჩემპიონატში და მოუთმენლად ელიან მეორე ტურს.“

„ეტალონის პედაგოგი“იური ფირცხალაიშვილი:

„დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ  ჩვენი ბავშვები „ეტალონის“ ტესტირებაში. პროექტი მოსწავლეებს შემეცნების სურვილს უღვივებს და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება, რაც მისასალმებელია. „ეტალონი“ სჭირდება ჩვენს ახალგაზრდობასა და მომავალს.“

ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა:

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა ძალიან საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი მოლოდინებით ჩაიარა. პროექტი არაფორმალური განათლების იმ შეუდარებელ და აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც უფრო მეტად უნდა გავრცელდეს და მთელმა ქვეყანამ იხილოს. ვისურვებდი „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში ხილვას.“

„ეტალონის პედაგოგი“ ზაურ გოგიტიძე:

„მოხარული ვარ, რომ მოსწავლეთა დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ ყოველწლიურად იზრდება. პირველი ტური მაღალი ჩართულობით, მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ ამ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტსა და ჩვენს ბავშვებს.“

ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე:

„მოხარული ვარ, რომ ჩემი მოსწავლეები „ეტალონით“ ინტერესდებიან და იღებენ მონაწილეობას. პროექტი ბავშვებს ცოდნის წარმოჩენისა და წინსვლის სტიმულს აძლევს. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილეებსა და ისედაც წარმატებულ პროექტ „ეტალონს.“

„ეტალონის პედაგოგი“ ონისე აფხაზავა:

„ეტალონი“ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მოსწავლეებში ცოდნის წახალისებას ემსახურება და მუდამ გვერდში უდგას სკოლებს.  პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა ჩვენს სკოლაში, ველოდებით დასკვნით ეტაპს.“


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
„მადლობა კლუბის თითოეულ წევრს საინტერესო და კარგად ორგანიზებული აქტივობისათვის“,- ამბობენ სკოლაში
ვიქტორინა  III, IV, V, VII, VIII და IX კლასებში გაიმართა და მასში მოსწავლეები ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ
აღსანიშნავია, რომ აქტივობამ თითოეული მოსწავლე დადებითი ემოციებით დამუხტა
კვირეულის ბოლოს, ღონისძიება - „სიტყვავ, რუსთველის ხელში ნაქონო“, გაიმართა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება