ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში გეოგრაფიული ვიქტორინა ჩატარდა
ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში გეოგრაფიული ვიქტორინა ჩატარდა, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა.აღნიშნულ კონკურსში მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების გუნდები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებს მხარდამჭერთა გუნდი სიმღერებით ამხნევევდა.
საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი დაიკავა მე-11 კლასის გუნდმა;
მე-2 ადგილი მე-8 კლასის ბავშვებს ხვდათ წილად;
მე-3 ადგილი კი მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
მათ სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ, რომლებზეც სკოლის დირექციამ იზრუნა.
ვიქტორინის იდეის ავტორი გახლდათ გეოგრაფიის მასწავლებელი, შორენა ყარალაშვილი.
იხილეთ ფოტოები