სიახლეები
სიახლეები

„რეფორმა არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის“ - ნათია მეზვრიშვილი
24-04-2018
-
+


„მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული რეფორმა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ისაა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება იქნება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე:

„ასევე მნიშვნელოვანია კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თუ სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების საშიშროება არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. მოთხოვნა მანდატურის მიმართაც იზრდება და მანდატურის დანიშვნის წესი იცვლება. კერძოდ, მანდატურს სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს, რაც მის უფლებამოსილებას გარკვეულწილად გაზრდის,“ - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.

„ყველა ღონისძიებაში, რასაც მანდატური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის წარმომადგენელი, მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება