„სკოლები აღიჭურვება ვიდეოგადაღების სისტემით, რომელზეც კონტროლი მანდატურებს ექნებათ“
24-04-2018
დაკოპირებულია
-
+
„სკოლები აღიჭურვება ვიდეოგადაღების სისტემით, რომელზეც კონტროლი მანდატურებს ექნებათ,“ - ამის შესახებ ჟუნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ განუცხადა.
„კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს, როგორც ბავშვის უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას. იზღუდება ჩხრეკის უფლება და მანდატურს ზედაპირული დათვალიერების უფლება მიეცემა. ამასთან, მოწესრიგდება თავად მანდატურების მუშაობა - ისინი სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან და ექნებათ საშუალება უფრო სწორად და ადეკვატურად მოაგვარონ ბავშვის საჭიროებები. ასევე, სკოლები აღიჭურვება ვიდეოგადაღების სისტემით, რომელზეც კონტროლი მანდატურებს ექნებათ. ეს მათ შესაძლებობას მისცემს სკოლაში მიმდინარე პროცესზე მიიღონ ინფორმაცია“, - განაცხადა თემურ მურღულიამ.