სიახლეები
საინტერესო

ვინ იყო ადამიანი, რომელმაც 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის განათლების მიღება სავალდებულო გახადა
08-11-2016
-
+


ნელსონ მანდელა - ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1995-1999 წლებში.

ნელსონ როლილაჰლა მანდელა 1918 წლის 18 ივლისს სამხრეთ აფრიკულ სოფელ მვეზოში დაიბადა.

ნელსონის ნამდვილი სახელი ჰოლილალა იყო, რაც ადგილობრივი კოსის დიალექტზე „ხიდან ჩამოვარდნილ ტოტს“ ნიშნავს. ჰოლილალა მანდელა პირველი ბავშვი იყო ოჯახში, ვინც სკოლაში შეიყვანეს. მასწავლებელმა მას ინგლისური სახელი ნელსონი უწოდა.

„სკოლაში მისვლის პირველივე დღეს ჩვენმა მასწავლებელმა მისის მდინგანემ ყველას ინგლისური სახელები შეგვირჩია. მაშინ ეს ტრადიცია იყო. მან მითხრა, რომ ჩემი ახალი სახელი ნელსონი იქნებოდა. რატომ შემირჩია ეს სახელი, დღემდე არ ვიცი.“-იგონებდა შემდგომში ნელსონ მანდელა.

მანდელას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები გატარდა:

 

  • შემოღებულ იქნა უფასო სამედიცინო მომსახურება 6 წლამდე ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის;
  • განხორციელდა რეკონსტრუქციისა და განვითარების მასშტაბური პროგრამა;
  • 13 %ით გაიზარდა სოციალური დახმარება;
  • დახმარება გაეზარდათ სოფლად მცხოვრები ფერადკანიანი ოჯახების ბავშვებს;
  • 25%-ით გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება;
  • გამოიცა კანონი დაკარგული მიწების დაბრუნების შესახებ, რის შედეგადაც ათობით ათასმა ოჯახმა უკანონოდ ჩამორთმეული მიწები დაიბრუნა;
  • გამოიცა კანონი მიწის რეფორმის შესახებ;
  • გამოიყო სოლიდური გრანტი ბავშვთა სიღარიბესთან საბრძოლველად;
  • გამოიცა კანონი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა დაფინანსდა;
  • გამოიცა კანონი შრომითი მოწყობის შესახებ, რომელმაც ფერადკანიანი და თეთრკანიანი დასაქმებულების უფლებები გაათანაბრა.
  • სატელეფონო ქსელებში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჩაერთო;
  • განხორციელდა 500-ზე მეტი კლინიკის მშენებლობა და რეკონსტრუქცია;
  • მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა;
  • 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის განათლების მიღება სავალდებულო გახდა;
  • უფასო კვება დაწესდა 3,5 მილიონამდე მოსწავლეზე;
  • გამოიცა კანონი მაღაროელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის შესახებ;
  • დაიწყო აუცილებელი სამედიცინო მედიკამენტებით მოსახლეობის მომარაგება.

 

პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ მანდელამ აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა დაიწყო. მას შემდეგ კი, რაც უმცროსი ვაჟიშვილი შიდსით დაიღუპა, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო.

სიცოცხლეში მანდელა 3-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება 15 წელიწადს გაგრძელდა (1944-1958). ეველინ მანდელასგან მას 4 ბავშვი შეეძინა. ხანგრძლივი გამოდგა მანდელას მეორე ქორწინებაც (1958-1996). ვინი მანდელამ ნელსონს 2 ქალიშვილი აჩუქა. 1998 წელს კი ნელსონმა გრას მაშელზე იქორწინა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება