ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული ჩატარდა
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული ჩატარდა, სადაც, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნა.
სკოლის მე-6 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა, ამასთან დაკავშირებით, კონცერტები გამართეს და დამსწრე საზოგადოებას სიმღერები და ლექსები წარუდგინეს.
აქტივობას სკოლის დირექცია და მშობლები დაესწრნენ. სასწავლო ნაწილის განცხადებით, ღონისძიებებმა შთაბეჭდავად ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო