სიახლეები
სკოლები

„კულტურული მრავალფეროვნება და მეგობრობის ხიდი“- საქართველო, სომხეთი და ლიტვა კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვამ“ გააერთიანა
23-04-2018
-
+


ბოლნისის კულტურის სახლმა კულტურული მრავალფეროვნების საღამოს უმასპინძლა და ამჯერად, „მეგობრობის ხიდით“ საქართველო, სომხეთი და ლიტვა დააკავშირა.

ღონისძიება ბოლნისის კერძო სკოლა  „დავითიანი-მარინა გორშკოვას“ სამოქალაქო კლუბის „დავითიანი მომავლისთვის“ ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტში ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეები, თბილისის სკოლა „ივერია“, ჩიბათისა და ბოლნისის რამდენიმე სკოლა მონაწილეობდა.

აღნიშნული საღამო „სომხურ-ქართული საგანმანათლებლო ხიდის“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც სამდღიანი ერთობლივი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო ინტელექტუალური თამაში „გაიცანი ლიტვა“ და „სოციალური გარდერობი“ გაიხსნა:

„თუ არა მეგობრობა, გვერდში დგომა და სიკეთე, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ცოხვრებას. დღევანდელი დღის მიზანი მეზობელი ქვეყნების დაახლოება და ერთმანეთის კულტურის გაცნობა იყო.

გაცვლითი პროგრამებით მივდივართ ხოლმე მოსწავლეებთან ერთად სომხეთში, დღეს კი  ქ. ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეები არიან ჩვენი სტუმრები. მადლობა მუნიციპალიტეტს, რომ ეს სამი ჯადოსნური დღე გვაჩუქა.

გვინდოდა, ღონისძიებაში  კიდევ ერთი ნეიტრალურ სახელმწიფოს მიეღო მონაწილეობა და რადგან ეს წელი ჩვენი საყვარელი პროექტი „ეტალონისა“ და ლიტვის მეგობრობისაა, გადავწყვიტეთ, მისი წარმომადგენლობა მოგვეწვია. „ეტალონის“ დახმარებითა და შუამდგომლობით, მრავალი ახალი და ძვირფასი მეგობარი შევიძინეთ.

ჩვენს მეგობარ სკოლებთან ერთად, „სოციალური გარდერობის“ გახსნის იდეა გაჩნდა. ყველას შეუძლია, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები მოიტანოს. ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე და დავეხმაროთ სხვებს“- აღნიშნა სკოლა „დავითიანის“ დირექტორმა და პროექტის ორგანიზატორმა მარინა გორშკოვამ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა კულტურის მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომერი წარმოადგინეს. მათი გამოსვლა და ვიქტორინა - „შეიცანი ლიტვის“ შედეგები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, „ეტალონის“, ლიტვის საელჩოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

შედეგების თანახმად, პირველი ადგილი რატევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მეორე ადგილი ერევნიდან მოწვეულ სტუმრებს, მესამე კი - თბილისის სკოლა „ივერიას“ ერგო.

მონაწილეებს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება