ბუშეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
20-04-2018
დაკოპირებულია
-
+
ბუშეტის საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა მანანა ბოჭორიშვილმა და ქიმიის უფროსმა მასწავლებელმა ლიანა ჩხეტიანმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსი კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველომ“ სოფლად მდებარე იმ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოაცხადა, რომელთა მასწავლებლებმაც 2017 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე აპლიკაცია შეიტანეს. „განათლება ყველასათვის - საქართველოს“ დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციის „World Vision Georgia“-ს თანადაფინანსებით, სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების მოყვარულთა კლუბი შეიქმნება, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით. ასევე გამწვანდება სკოლის ეზო და განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. იხილეთ ფოტო
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა