სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლის ტრენინგები, რომელთა წარმატების გავლის შემთხვევაშიც, პედაგოგს კრედიტქულები მიენიჭება
20-04-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ტრენინგზე აცხადებს რეგისტრაციას.

1. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში;

2. ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.

ორივე ტრენინგი განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მასწავლებელს 2 კრედიტი მიენიჭება.



პირველ ტრენინგზე - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში დასწრების წინაპირობაა:

1. მონაწილეს გავლილი უნდა ჰქონდეს აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია;

2. მონაწილეს უნდა ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები: ტექსტის აკრეფა/რედაქტირება, ინფორმაციის შენახვა, კომპიუტერში შენახული ინფორმაციის მოძიება;

3. არ უნდა ჰქონდეს გავლილი აღნიშნული ტერნინგკურსი, ან 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგკურსი.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში:

  • ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად; 
  • გაკვეთლის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით; 
  • ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად; 
  • ისტ-ის საშუალებით მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას; კლასის მართვას ისტ-ის გამოყენებისას.
აღნიშნული ტრენინგის ხანგრძლივობაა 32 საკონტაქტო საათი (8 დღე - დღეში 4 საათი).

ტრენინგზე რეგისტრაცია იწარმოებს 29 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

რაც შეეხება მეორე ტრენინგს - ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება, მასზე დასწრების წინაპირობაა: 

1. მონაწილეს გავლილი უნდა ჰქონდეს აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია;

2. გავლილი ჰქონდეს ტრენინგკურსი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“, ან 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის ტრენინგკურსი;

3. არ ჰქონდეს გავლილი წინა წლებში ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.

ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს; სასწავლო პროექტების განხორცილებისას ისტ-ის ინტეგრირების საკითხებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად;  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვას, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება; პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომებს; პროექტის პროტფოლიოს შექმნასა და გამოქვეყნებას ბლოგზე.

ამ ტრენინგის ხანგრძლივობაა: 36 საკონტაქტო საათი, (9 დღე- დღეში 4 საათი). 

ტრენინგზე რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 29 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს 

კომენტარები


სკოლები
„ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო, გისურვებთ წარმატებას!“-აღნიშნულია განცხადებაში.
დაჯილდოება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა 
კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება
სიახლეები
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში პედაგოგის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა გარე დაკვირვების გავლაა
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში სასწავლებლად 10 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში
საინტერესო
საბავშვო ბაღი „მზესუმზირა“ ფერად და ლაღ გარემოში თქვენი შვილების მრავალმხრივ 
საბავშვო ბაღ ანბანელას „ერუდიტებში“ თქვენი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებით 
ამერიკელმა თვითნასწავლმა მხატვარმა, სემ ტარასმა The History Channel-სთვის ფოტოების კოლექცია შექმნა 
მეხიკოში ტომას დამბოსმა ასობით მოხალისესთან ერთად 500 კვ. მეტრზე პლასტმასის 
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
ეტალონი

2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყვარლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
საზოგადოება