ურავლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს
ურავლის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები