ლექსებით, სიმღერებით და სკეტჩებით პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს
19-04-2018
დაკოპირებულია
-
+
პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ აღნიშნეს. ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენის პედაგოგებმა ლელა განჯელაშვილმა და გოარ სტამბოლციანმა გაუწიეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ლექსები, სკეტჩები დადგეს და იმღერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის ოსტატობა და სამსახიობო ნიჭი წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას