ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლამ ქართული ენის დღე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში აღნიშნა
19-04-2018
დაკოპირებულია
-
+
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, ქართული ენის დღე აღნიშნეს.
მუზეუმის თანამშრომელმა იზო დუმბაძემ, უძველესი დამწერლობის წარმოშობის შესახებ ისაუბრა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ისტორიული ცნობები, თუ რა გზა გამოიარა ქართულმა დამწერლობამ დღემდე. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წაიკითხეს ქართული ენის სადიდებელი ლექსები და უდიდესი მამულიშვილის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და დედაენის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა