ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის ისტორიასთან დაკავშირებით მინი ლექცია ჩაატარეს
19-04-2018
დაკოპირებულია
-
+
აკაკი ტერელაძის სახელობის ქუტირის საჯარო სკოლაში, ქართული ენის და ლიტერატურის წრის წევრებმა თემაზე - „14 აპრილი ქართული ენის დღეა“ მინი ლექცია ჩაატარეს.
აქტივობის ხელმძღვანელი ირა ბენდელიანი გახლდათ.
წრის წევრებმა მოსწავლეებს დედაენის დღის დაწესების ისტორია გააცნეს, დედაენის ძეგლის ავტორზე ისაუბრეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს.
სკოლის დირექციის შეფასებით, აღნიშნული აქტივობა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას