ტყიბულში Izrune.ge-ს ხელმისაწვდომობითა და საგანმანათლებლო ღირებულებით აღფრთოვანებულები დარჩნენ
16-04-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ტყიბულს სტუმრობს.
ტყიბულის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია 5 აპრილს დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო.
შეხვედრას ტყიბულის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებიან.
ისინი Izrune.ge-ს ხელმისაწვდომობითა და საგანმანათლებლო ღირებულებით აღფრთოვანებულები დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge ნახევარი წელია, რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.