სიახლეები
სიახლეები

იპოვე შენი გვარი წერა-კითხვის გამავრცელებელთა შორის
16-04-2018
-
+


„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით შეიქმნა, საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა წარუდგინა.

ვებპროგრამა აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანებული 15 ათასზე მეტი ადამიანის ბიოგრაფიულ მონაცემს. 

ელექტრონულ საძიებლის ხილვა შესაძლებელია ეროვნული არქივისა (http://archives.gov.ge/ge/elektronuli-katalogebi) და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/) ვებგვერდებზე, იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დავით კარიჭაშვილი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ამ საზოგადოების თითოეული წევრი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს. 

ელექტრონული კატალოგი მომზადდა ეროვნულ არქივში დაცული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება