სიახლეები
სიახლეები

„ახალი სასწავლო წლიდან მეორეკლასელებისთვის გაკვეთილები 5 წუთით შემცირდება“ - ლია გიგაური
11-04-2018
-
+


ახალი სასწავლო წლიდან მეორეკლასელებისთვის გაკვეთილები 5 წუთით შემცირდება, - ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც დაწყებით საფეხურზე 2018-2019 სასწავლო წლიდან დაინერგება, ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი - ნაკლები საშინაო დავალებაა, აქცენტი უფრო მეტად გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე. ლია გიგაურის ინფორმაციით, მთელი ზაფხულის განმავლობაში 1-ლიდან მე-6 კლასის მასწავლებლების გადამზადება განხორციელდება:

„წელს, დაწყებით საფეხურზე, I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია, ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი - ნაკლები საშინაო დავალებაა, აქცენტი უფრო მეტად გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული რესურსები, რომლებიც უფრო აქტიურს გახდის საგაკვეთილო პროცესს, იქნება მრავალფეროვანი. თითოეულ სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს ასეთი რესურსები ახლავს. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, პროგრამებით, მიდგომებით, ასევე მეორე კლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს სკოლაში მისული მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გვინდა, რომ ყველასათვის საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი და არ იყოს დამღლელი. რაც მთავარია, მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად - დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად - ტვიტრთადქცეულ დავალებებზე, რომლებიც მოსწავლეს არაფერს აძლევს. ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში 1-ლიდან მე-6 კლასის მასწავლებლების გადამზადება განხორციელდება ყველა საგანში. ახალ მიდგომებსა და სახელმძღვანელოებს განსხვავებული მეთოდიკები და სტანდარტები სჭირდება“, - განაცხადა ლია გიგაურმა. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
პედაგოგი მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება