სიახლეები
საინტერესო

აღსდგა თუ აღდგა? - აქტუალურ საკითხზე ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საუბრობს
17-04-2020
-
+


რომელია სწორი ფორმა - აღსდგა! თუ აღდგა? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია საუბრობს:

„რომაელნო"!!!

- თუ არც მაცხოვრის აღდგომა გწამთ, არც მის მიერ ლაზარეს აღდგინება, არც იმის შეგნება გაწუხებთ, რომ ქართველი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, ვინც „ქართულ ენაში ცხოვრობს" და თქვენს სახელსა და გვარს მაინც ლათინურ სამოსში ახვევთ, აბა, როგორღა შეგაგნებინოთ, რომ ეს არაა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის პრობლემა?

- მე მხოლოდ იმათზე ხომ არ ვსაუბრობ, სამშობლოდან გადახვეწილები ლუკმაპურის ფულს ძლივს რომ აკოწიწებენ, ხშირად, საკმაოდ დამამცირებელი შრომის ფასად, და ამით საქართველოში დატოვებულ და უზომოდ მონატრებულ ოჯახებს მინიმალურ საარსებო პირობებს უქმნიან???- თქვენ! - დიდად პატივცემულნო კომპიუტერიანნო და ძვირფასმობილურიანნო საჯარო მოხელენო, მინისტრებო და პარლამენტარებო, ბიზნესმენებო და ცხოვრებისაგან გალაღებულო „მამულიშვილებო", თქვენ მაინც რა მოგდით?

- რა თქმა უნდა, მე ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომას, მაგრამ, ისე, ღირსები კი არა ხართ მილოცვისა, როცა აბუჩად იგდებთ იმ ენის ანბანს, რომელსაც „სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია".

- ჩემი ნება რომ იყოს, თქვენთვის მხოლოდ იმის გამო არ მივაცემინებდი ხმას არჩევნებში და მხოლოდ იმის გამო არ დაგნიშნავდით ნებისმიერ თანამდებობაზე, რომ უგულვებელყოფთ სახელმწიფო ენასა და მის ანბანს, ნიჰილიზმით სავსე თვალებით უმზერთ „ღვთაებრივ საუნჯეს"(ილია!!!), რომელიც „ერის მეობის უმთავრესი და არსებითი ნიშანია"(ილია!!!);- "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?"(ილია!!!)...

- რას მეტყვით, რით გამახარებთ?- და ბოლოს, „ქრისტე აღდგა!" მაინც ახარეთ ერთმანეთს სწორად!!! (-ს-ს გარეშე!!!)“, - წერს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება