ახმეტის კულტურის სახლში ისტორიკოსმა გოგი ურგებაშვილმა ქართველი ხალხის წარმომავლობის შესახებ ისაუბრა
ახმეტის კულტურის სახლის ბიბლიოთეკის დარბაზში საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი საღამო - „წინარე საქართველო“ გაიმართა. ღონისძიებაზე ისტორიკოსმა გოგი ურგებაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართველი ხალხის წარმომავლობისა და მისი ფესვების შესახებ.
ღონისძიებას ახმეტის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.