საერთაშორისო ტურიზმის აკადემიას ავტორიზაცია გაუუქმდა
30-03-2018
დაკოპირებულია
-
+
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 29 მარტს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შპს საერთაშორისო ტურიზმის აკადემიას.
მათივე ცნობით, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 29 მარტიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა