სიახლეები
ეტალონი

„მივხვდი, რომ სწავლა და შრომა ყოველთვის ფასდება“, - „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“
22-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, მერის მოადგილე ოთარ ომიაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა კორბოულის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზურა სხირტლაძე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია „საჩხერის ეტალონ მოსწავლეს ერთჯერადად 500 ლარს გადასცემს, მის პედაგოგს კი - 150 ლარს.

„საჩხერის ეტალონი მოსწავლე“ ზურა სხირტლაძე გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულსა და ბედნიერებას გვიზიარებს:

„არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს მივხვდი, რომ სწავლა და შრომა ყოველთვის ფასდება. მადლობა „ეტალონს“ მოცემული შანსისა და გამოცდილებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანატოლებს“.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი მოხარულია პროექტში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და წარმატებით:

„ემოციების ქვეშ ვარ. მადლობა „ეტალონს“ განათლების წახალისებით საქვეყნო საქმის მსახურებისთვის. მოხარული ვარ პროექტში ამდენი ნიჭიერი მოსწავლის ჩართულობითა და მაღალი შედეგებით. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას და ვეტყვი, რომ არასდროს დაიზარონ სწავლა და შრომა.“

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ომიაძე ხაზს უსვამს „ეტალონთან“ მრავალწლიან თანამშრომლობას და სულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს:

„საჩხერის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია, „ეტალონთან“ აქტიურად თანამშრომლობს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს. მოხარული ვარ, რომ  დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან ჩვენი ბავშვები „ეტალონში“, იღებენ გამოცდილებას და აღწევენ წარმატებას. ვულოცავ ზურას გამარჯვებას და ვუსურვებ, რომ „საქართველოს ეტალონი“ გამხდარიყოს“.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა უხდის ეროვნული პროექტის შექმნისთვის:

„დღეს საჩხერე, მართლაც რომ, ეროვნულ პროექტს მასპინძლობს. მადლობა „ეტალონის“ ავტორს საქვეყნო საქმის მსახურებისა და ჩვენი მოსწავლეების წახალისებითვის. წარმატებები მომავალ თაობასა და პროექტს“.

საჩხერის რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი ულოცავს მოსწავლეებს წარმატებულ ასპარეზობას და წარმატებებს:

„ეტალონი“ დიდი გამოწვევა, ცოდნა, გამოცდილება, სტიმული და წარმატებაა ჩვენი მოსწავლეებისთვის. მადლობა პროექტს ეროვნული საქმის მსახურებისთვის, ჩვენს მუნიციპალიტეტში სითბოსა და დიდი ზეიმის მოწყობისთვის. ვულოცავ ჩვენს ბავშვებს წარმატებულ ასპარეზობას და უფრო დიდ წინსვლას ვუსურვებ მომავალში“.

„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ მასწავლებელი ნათია გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ზურამ სკოლის მოლოდინი გაამართლა და ღირსეულად მოიპოვა გაიმარჯვა:

„ზურა ძალიან ნიჭიერი, მონდომებული და პასუხისმგებლობიანი მოსწავლეა. მან ჩვენი მოლოდინები გაამართლა და ნამდვილად ღირსეულად მოიპოვა „ეტალონის“ ტიტული. მადლობა პროექტს მოცემული შანსისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას“.

„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ზურა სხირტლაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება